четверг, 4 февраля 2016 г.

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია

რა უნდა ვიცოდეთ ღეროვანი უჯრედების შესახებ

ღეროვანი უჯრედების გადანერგვის პირველი ოპერაცია განხორციელდა 1956 წელს, ლეიკემიის მკურნალობის მიზნით, ექიმ ედვარდ  დონალს ტომასის მიერ. შემდგომ წლებში ექიმმა ტომასმა განავითარა გადანერგვის ტექნოლოგია და ჩამოაყალიბა მკურნალობის სისტემა. კერძოდ, ხდება პაციენტის დაზიანებული ძვლის ტვინზე ზემოქმედება მაღალდოზირებული რადიოაქტიური ნივთიერებისა და ქიმიოთერაპიის საშუალებით. ამის შემდეგ ხდება დონორის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია ძვლის ტვინიდან, პერიფერიული და ჭიპლარის სისხლიდან.  
1988 წელს კი პროფესორმა ელიან გლუკმანმა ჩაატარა მსოფლიოში პირველი ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია. ექიმმა პროცედურა განახორციელა პატარა ბიჭზე, რომელსაც ფანკონის ანემია ჰქონდა.

თანამედროვე მედიცინაში ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია გამოიყენება შემდეგი სისხლის ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ:

მწვავე ლეიკემია
l  მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია
l  მწვავე მიელოიდური ლეიკემია
  ქრონიკული ლეიკემია
l  ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია
l  ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია
   ლიმფომა
l  ჰოჯკინის
l  არაჰოჯკონის
   მიელოდისპლაზიური სინდრომი
l  მიელოპროლიფერაციული დაავადებები
l  მწვავე მიელოფიბროზი
l  ანგიოგენური მიელოიდური მეტაპლაზია
l   ჭეშმარიტი პოლიციტემია
l  ესენციალური თრომბოციტემია
პლაზმური უჯრედების დაავადებები
l  მრავლობითი მიელომა
l  პლაზმური უჯრედების ლეიკემია
l  ვალდენსტრიომის მაკროგლობულინემია
  თანდაყოლილი ანემიები
l  თალასემია
l  ბლაკფან–დაიმონდის ანემია
l  ერითროციტების აპლაზია
l  ნამგლისებრი ანემია
l  პაროქსიზმული ღამის ჰემოგლობინურია
  
თრომბოციტების თანდაყოლილი დაავადებები
l   თანდაყოლილი თრომბოციტოპენია
l   გლანცმანის თრომბასთენია

იმუნური სისტემის თანდაყოლილი დაავადებები
l  მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტები
l  ატაქსია-ტელეანგიექტაზია
l  შიშველი ლიმფოციტების სინდრომი
l  დი ჯორჯის სინდრომი
l  ლეიკოციტების ადჰეზიის დეფიციტი
l  ვისკოტ-ოლდრიჯის სინდრომი
l  ჩედიაკ-ჰიგაშის სინდრომი
l  ნეიტროფილების აქტინის დეფიციტი
l  რეტიკულური დისგენეზი
 თანდაყოლილი ნეიტროპენიები
l  კოსტმანის სინდრომი

ღეროვანი უჯრედების გამოიყენება რეგენერაციულ მედიცინაში
l  რეგენერაციული (აღდგენითი) მედიცინა - დაზიანებული უჯრედების, ქსოვილისა და ორგანოების აღდგენა-შევსება-ჩანაცვლება საკუთარი ან დონორის უჯრედებით, კულტივირებული უჯრედებითა თუ ქსოვილით, და ასევე საკუთარი ჯანმრთელი უჯრედებისა და ქსოვილების სტიმულაცია რეგენერაციისათვის
l  ახლო პერსპექტივაშია - ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების გამოყენება სინჯარაში ორგანოთა  შესაქმნელად.

  
ფერმენტული დეფიციტით მიმდინარე დაავადებები

მუკოპოლისაქარიდოზები
l  ჰურლერის სინდრომი
l  შეიეს სინდრომი
l  ჰუნტერის სინდრომი
l  სანფილიპოს სინდრომი
l  მორკიოს სინდრომი
l  მაროტო-ლამის სინდრომი
l  ბეტა-გლუკურონიდაზის დეფიციტი
ლეიკოდისტროფიული დაავადებები
l  ადრენოლეიკოდისტროფია
l  კრაბეს დაავადება
l  მეტაქრომული ლეიკოდისტროფია
ლიზოსომური დაავადებები
l  გოშეს დაავადება
l  ნიმან-პიკის დაავადება
l  სენდჰოფის დაავადება
l  ტეი-საქსის დაავადება
l  ვოლმანის დაავადება

Комментариев нет:

Отправить комментарий